fbpx
Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ცუდი ჰოსტინგი კლავს WordPress-ს. როგორ და რატომ?!

შესაძლოა გაქვს ვებსაიტი კარგი დიზაინით, ფუნქციონალით, შესაბამისი კონტენტითა და SEO ოპტიმიზაციით, თუმცა ამჩნევ, რომ რაღაც არ მუშაობს, ვიზიტორები მაინც მხოლოდ რამდენიმე წამით სტუმრობენ შენს ვებსაიტს და ვერც Google-ში იკავებ მოწივანე პოზიციებს. ამის მიზეზი ძალიან მარტივი და შესაძლოა მოულოდნელი რამ იყოს. პრობლემა არის ის, რასაც ნაკლებად აქცევ ყურადღებას – ჰოსტინგი.

დიახ, ცუდი ჰოსტინგი ყოველდღე ნელ-ნელა კლავს შენს WordPress ვებსაიტს..

ნელი საიტი = წაგებული საიტი

მანამ, სანამ მომხმარებელი საიტის დიზაინსა და კონტენტს დაათვალიერებს, მის ყურადღებას იქცევს თუ რამდენად სწრაფად ჩაიტვირთა საიტი. თუ საიტის ჩატვირთვას 3 წამზე მეტი დასჭირდა, როგორც წესი, მომხმარებლები ტოვებენ მას და იყენებენ კონკურენტების ვებსაიტს. ცუდს ჰოსტინგს არ შეუძლია სწრაფი სერვერის უზრუნველყოფა რაც პასუხისმგებელია ჩატვირთვის სიჩქარესა და ფოტო-მასალის დაგვიანებაზე.

დაბალი ხარისხის სერვერები = მაღალი რისკი

ზოგიერთი დამკვეთი ფიქრობს, რომ ჰოსტინგში არ არის სასურველი მაღალი თანხის გადახდა და არჩევანს იაფიან ჰოსტინგზე აჩერებენ, რის უკანაც ხშირად მინიმალური უსაფრთხოება იმალება. ასეთ შემთხვევაში მარტივია საიტზე ვირუსების მოხვედრა, არის საძიებო სისტემებში ვებსაიტის დაბლოკვის შესაძლებლობა და, რაც მთავარია, საფრთხეშია მომხმარებლის პეროსნალური მონაცემები.

შედარებით ცუდ ჰოსტინგს ხშირად აქვს ტექნიკური ხარვეზები და ვებსაიტი ითიშება გაუფრთხილებლად რაც განაპირობებს მომხმარებლის დაკარგვას, ჩაშლილ კამპანიას და უარყოფით გავლენას SEO-ზე.

მხარდაჭერის ნაკლებობა

პრობლემის არსებობისას, საჭიროა სწრაფი და კომპეტენტური დახმარების მიღება, რასაც, ხშირად, ვერ გვთავაზობენ იაფიანი ჰოსტინგის წარმომადგენლები და შესაძლოა პასუხის მოლოდინში მოგვიწიოს საათების ან დღეების გატარება.

ასევე, მხარდაჭერის გუნდი, შესაძლოა ვერ ერკვეოდეს WordPress-ში, რაც საქმეს კიდევ უფრო ართულებს. 

მანამ, სანამ ვებსაიტის მომხმარებლამდე მისატანად მარკეტინგულ კამპანიას დაგეგმავთ, დარწმუნდით, რომ ვიზიტორებს გამართულ ჰოსტინგს დაახვედრებთ და იმედებს არ გაუცრუებთ. დღეს რთულია სანდო ჰოსტინგ პროვაიდერი კომპანიის შერჩევა, თუმცა, ეს ყველაფერი მარტივდება მაშინ, როდესაც მის შერჩევაში და პრობლემების მოგვარებაში ამ სფეროში გარკვეული ადამიანი, დეველოპერი, გეხმარება. 

თუ თქვენს ვებსაიტში რომელიმე ზემოთნახსენები პრობლემა აღმოაჩინეთ, აუცილებლად გირჩევთ ჰოსტინგ პროვაიდერი კომპანიის შეცვლას, ან არსებული პაკეტის გაზრდას. Web Hoster სპეციალურად WordPress – სთვის შექმნილი ჰოსტინგ კომპანიაა, რომელითაც უკვე წამყვანი ბრენდები არგებლობენ.  თუ გსურთ უფასო კონსულტაციის გავლა, დაგვიკავშირდით და ჩვენი დეველოპერები დაგეხმარებიან საჭირო პაკეტის შერჩევასა და არსებული პრობლემების მოგვარებაში.